ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილი და პოროშენკო ერთმანეთს ურეკში შეხვდნენ”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში ვიზიტის დროს, ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, სპეციალურად გაემგზავრა ბათუმში, რომ საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს შეხვედროდა. მისი ინფორმაციით, ისინი ურეკში, ივანიშვილის რეზიდენციაში შეხვდენენ კიდეც ერთმანეთს და მათი საუბრის მტავარი თემა იყო – მიხეილ სააკაშვილი.

“შეხვედრა გაიმართა ურეკში, ივანიშვილის რეზიდენციაში, შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ჩემზე იყო საუბარი. ორი ქვეყნის მმართველი გაერთიანდა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც არც ფული აქვს და არც თანამდებობა, ანუ ჩემს წინააღმდეგ. სამწუხაროდ მიხდება იმის თქმა, რომ პოროშენკო მოცემულ სიტუაციაში იქცევა არა როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, არამედ როგორც ადამიანებით მოვაჭრე.

ასევე მინდა გითხრათ, რომ საქმეში ჩაერთო ახმეტოვის რესურსები, მისმა არხმა შეიძინა ჩემს შესახებ ფილმი, რომელიც გადაღებულია ივანიშვილის დაკვეთით და გაზპრომის ფინანსებით, აღსანიშნავია, რომ ჯიბის ოპოზიციონერმა ლიაშკომ ისევ დაიწყო ხმამაღალი ყვირილი ჩემი უკრაინიდან გასახლების შესახებ.

“ვაპირებ უფრო და უფრო გავააქტიურო ბრძოლა უკრაინისა და საქართველოს ყველა ჯურის ოლიგარქებისა და მათი თანამზრახველებისაგან გათავისუფლებისათვის, ისინი ხალხს ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ” – ასეთ პოსტს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....