ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ვერ დავიჯერებ, ჩემ შვილს ანა თავის თავზე მეტად უყვარდა”: თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის საქმეზე ბრალდებულის მამა

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის საქმეზე ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის მამამ სასამართლოს ჩვენება მისცა. მშობლის თქმით, მკვლელობის ღამეს მისმა შვილმა მას უთხრა, რომ ანას დაურეკა, და არავინ პასუხობდა.

“ლადომ დამირეკა, ანა დაკარგულია და ვერ პოულობენო, მშობლებზე ვკითხე, თუ იცოდნენ რამე. დედამ და დამ იციან და მამას სძინავსო. ანას დედა ხშირად ურეკავდა და მის ტელეფონზე პოლიციის თანამშრომელმა უპასუხა, ანა ცუდად გამხდარა და მეხუთე საავადმყოფოში წაუყვანიათო. მთხოვა, მეხუთე საავადმყოფოში მივსულიყავი. ლადო ჩემი კუთვნილი ავტომანქანით მოვიდა იქ. როცა ლადომ ტელეფონზე დარეკვა დააპირა, ეზოში პოლიციის მანქანა შემოვიდა, იკითხეს, ლადო გრიგალაშვილი რომელიაო, თემქაზე, მეშვიდე განყოფილებაში ჩაგვიყვანეს. ლადომ იქ დაახლოებით 2 საათი დაჰყო. 2 საათში ის ქალაქის სამმართველოში დასაკითხად გადაიყვანეს, შემდეგ გავარკვიე, რომ ანა ნაცვლიშვილი გარდაცვლილი იყო. ჩხრეკის ჩატარების შემდეგ გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ დამირეკა და განმიმარტა, რომ ჩემი შვილი ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე იყო დაკავებული, შემდეგ მოხდა ჩემი გამოკითხვა”. – განაცხადა ბრალდებულის მამამ.

“ვერ დავიჯერებ, რომ ეს ჩემი შვილის ჩადენილია, მას ანა თავის თავზე მეტად უყვარდა. იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ. ცოლის მოყვანაზეც ჩამოყალიბებული იყო. არასდროს ყოფილა ფიცხი, გადახრებზე ზედმეტია საუბარი”, – აცხადებს ზაქარია გრიგალაშვილი.

შეგახსენებთ, 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის თებერვალში მოკლეს. მას თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

იტვირთბა....