aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი გაიზრდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი გაიზრდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფასი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება (დღგ-ს ჩათვლით).

„ყაზტრანსგაზ – თბილისი” დღეს ჯამში 500 000-მდე აბონენტს ემსახურება. გაზის ტარიფის კორექტირება კი მხოლოდ 15 ათასი აბონენტისთვის მოხდება. მიუხედავად ტარიფის ზრდისა, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სხვა კომპანიებთან შედარებით მაინც ინარჩუნებს ყველაზე დაბალ ტარიფს კომერციული მომხმარებლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცნობისათვის, კომერციული აბონენტებისათვის რეგიონებში გაზის ფასი შეადგენს 86 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით). ამასთან, კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისი, თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდის ბუნებრივ გაზს მომხმარებლებზე, მოსახლეობის მეტი უსაფრთხოებისათვის, კომპანია დედაქალაქში ახორციელებს მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რაც თბილისის მოსახლეობის გაზმომარაგების ქსელზე გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა.

ეს პროექტები თბილისის მოსახლეობის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის მიმდინარეობს. იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირებას ახდენს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი უცვლელი რჩება და ტარიფის კორექტირება ეხება მხოლოდ კომერციულ აბონენტებს. კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის მიწოდების ფასი დერეგულირებულია. შესაბამისად, მიწოდების ფასი ამ სექტორში განისაზღვრება თავად მიმწოდებელი კომპანიების (დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“) მიერ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საკითხი შესწავლილია, ფასის ზრდა დასაბუთებულია. კომპანიამ შესაბამისი წერილით უკვე მიმართა სემეკს“, -ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....