არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

თალაკვაძე: ახალქალაქში ძალადობის ესკალაცია ვაშაძის მხარდამჭერებმა მოახდინეს

„“ ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ძალადობა არ არის ის ტექნოლოგია, რომლითაც ჩვენ არჩევნებში რაიმე შედეგს ვაღწევთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან საგამოძიებო უწყებებს ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა.
„რაც შეეხება ახალქალაქში მომხდარ ფაქტს, მგონი ყველა დარწმუნდა, რომ ძალადობა არ არის ის ტექნოლოგია „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, რომლითაც ჩვენ არჩევნებში რაიმე შედეგს ვიღებთ. ვემიჯნებით ამ ფაქტს, გამოძიება დაწყებულია და ვიდეოშიც კარგად ჩანს, რომ ძალადობის ესკალაცია სწორედ ვაშაძის მხარდამჭერებმა მოახდინეს, როცა დემონსტრაციულად ჩამოხიეს საარჩევნო პლაკატები და სავარაუდოდ, მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს. მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს გამოიძიონ და პრინციპული რეაგირება მოახდინონ, მათ შორის ამ გარემოებაზეც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

იტვირთბა....