aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბიშვილი – პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები

aviabiletebi
ავიაბილეთები

პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები. არ შეიძლება, პირველი ქალი პრეზიდენტი ქალების პრეზიდენტი არ იყოს. დიდი ხანია, ჩვენს ისტორიაში მსგავსი ფაქტები არ მომხდარა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დიდ ჯიხაიშში განაცხადა, საიდანაც მან დღეს ოფიციალურად დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია.

„საზოგადოების იმ ნაწილზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც დღეს, ქვეყანაში უმრავლესობასა და ძალიან აქტიურ ნაწილს წარმოადგენს. ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა გაჩნდა, რაც დამანგრეველია არა მხოლოდ სტატისტიკის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენი კულტურის დანგრევაა. ეს არის ის, რაც არასოდეს ხდებოდა და დღეს მზარდია. ამას მიხედვა სჭირდება, ამ საკითხის მიმართ ყურადღებით ვიქნები და ვისაც ეს საკითხი აწუხებს, მივიღებ და მათთან ერთად ვიმუშავებ იმაზე, ამის წინააღმდეგ ქვეყნის პოლიტიკა რა უნდა იყოს. ამ ყველაფერს მთავრობას მედიტორის როლით გადავცემ, რათა საჭირო ზომები მივიღოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....