aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი – ვაპირებ, როცა პრეზიდენტი თავის უცხოელ სტუმრებს მიიღებს, ჭამა-სმით აღარ გავაკვირვოთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უცხოელი ტურისტები მარტო ჭამა-სმით არ უნდა გავაკვირვოთ.

“ტერიტორია და ენა მთავარია, მაგრამ კულტურა არის ის, რაც სახელმწიფოს გვაძლევს. ეს არის სახე, რაც გარეთ უნდა გავიტანოთ და ჩვენს პარტნიორებს გავაცნოთ.

საქართველოზე რაღაც წარმოდგენა აქვთ, ჭამა-სმა, ტაშ-ფანდური, შეიძლება წიგნები და ა.შ. ჩვენი კულტურა ბევრად მეტია და ვაპირებ, როცა პრეზიდენტი თავის უცხოელ სტუმრებს მიიღებს, ჭამა-სმით აღარ  გავაკვირვოთ, წავიყვანოთ იქ, სადაც საქართველოს კულტურაა სანახავი და კარგად გავაგებინოთ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და სრული უფლება  გვაქვს, ვიყოთ ევროპის სრულყოფილი წევრი. ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რასაც კულტურის გარეშე ვერ მივაღწევთ, ეს ყველას გასაკეთებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დიდ ჯიხაიშში, სადაც დღეს მან ოფიციალურად დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია.

 

იტვირთბა....