ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია გარდაიცვალა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. კერზაია მას შემდეგ გახდა ცუდად, რაოდესაც სკოლაში შესამოწმებლად გენერალური ინსპექცია შევიდა. სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლის შემოწმება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ის “ქართული ოცნების” სასარგებლოდ არჩევნებში არ ჩაერთო.

განათლების სამინისტრომ სკოლის შემოწმების შემდეგ, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სკოლაში დარღვევები აღმოაჩინეს.

კერზაიას შვილი, “რა, სად, როდის” მონაწილე ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ ეს არის მკვლელობა და პროკურატურას თხოვს სასწრაფოდ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დედამისი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

 

იტვირთბა....