ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვერაზე, ნატყვიარი და უმძღოლო ავტომობილი დაგორდა

ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე, მძღოლის გარეშე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაგორდა.

ავტომობილმა მელიქიშვილის გამზირი გადაჭრა და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა. სავარაუდოდ, ავტომობილს საბარგულზე და საქარე მინაზე აღენიშნება  სამ-სამი ნატყვიარი და ჩამსხვრეულია უკანა შუშა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, მას სხვა ავტომობილიდან ესროლეს. ავტომობილის მფლობელი არ ჩანს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. თვითმხილველების თქმით, მათ ამ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა.

“მეტრონომი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უახლესი დეტალების შესახებ, ინფორმაციას დეტალურად მოგაწვდით.

იტვირთბა....