ვაშინგტონის შტატში სამგზავრო მატარებელი ხიდზე მოძრაობის დროს ლიანდაგებიდან გადავიდა და სულ მცირე 1 ვაგონი ხიდიდან გადავარდა, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
ინფორმაციას BBC იუწყება.
მატარებელი, რომელშიც 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველების განცხადებით, ავარიის შედეგად არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. სამგზავრო მარტარებელი #501, რომელიც სიეტლიდან პორთლენდში მიემგზავრებოდა, ადგილობრივი დროით, 07:30 საათზე რელსებიდან გადავიდა და I-5 მაგისტრალზე გადავარდა, რომელიც ქალაქ დიუპონიდან სამხრეთით მდებარეობს.
ინციდენტის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეიზღუდა. სხვა დეტელაბი ჯერჯერობით უცნობია.