ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვანო მერაბიშვილი კლინიკა “მედიქლაბშია” გადაყვანილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკა “მედიქლაბშია” გადაყვანილი. როგორც “მეტრონომის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მერაბიშვილის გადაყვანის მიზეზი უცნობია.

როგორც მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის უცნობია მისი კლიენტისთვის “ავერსის” კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების პასუხები და ასევე უცნობია თუ რა დიაგნოზითაა მერაბიშვილი “მედიქლაბში” გადმოყვანილი.

თუმცა, ჩივიაშვილი ვარაუდობს, რომ დიაგნოზის გაყალბება მოხდება. მისი თქმით, დადასტურებული რაცაა, მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი აქვს.

 

 

იტვირთბა....