ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებარე ობიექტთან, ტროტუარზე მდგარი მუშების ჯგუფს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილია ერთ-ერთი მუშა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.