შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1993 წელს დაბადებული რ.ნ ძალადობის ბრალდებით დააკავა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, რ.ნ.-მ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, თუმცა მის ბადრაგირებას პოლიციელები ახორციელებენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.