მთავარი პოლიტიკა

დღეს მუნიციპალიტეტებში ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები ჩატარდა

დღეს მუნიციპალიტეტებში ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართა. რეგიონებში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის პროცესი ოპოზიციისა და მმართველი უმრავლესობის დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ყველაზე ხმაურიანი სხდომები ბორჯომსა და ქუთაისში იყო.

გაურკვევლობა იყო შუახევის საკრებულოშიც, სადაც უმრავლესობის მქონე ქართულმა ოცნებამ საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩია.

რაც შეეხება ბორჯომის საკრებულოს, სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. ბორჯომის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ არბოლიშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატს, გიორგი გიუაშვილს წყლით სავსე ბოთლი ესროლა. დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი არის ის, რომ დღევანდელი დღის წესრიგით, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა გათვალისწინებული არ არის. ამის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომის შეჩერებას და დღის წესრიგში საკითხის დამატებას ითხოვენ, რასაც უმრავლესობა არ ეთანხმება.

იტვირთბა....