ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

გაერთიანებული ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული და სახლში შესვლას ცდილობენ. ამის შესახებ “კურიერს” თავად კირკიტაძემ განუცხადა.

მისი თქმით იგი ადვოკატის მისვლას ელოდება, რის შემდეგაც გეგმავს სამართალდამცველების სახლში შეშვებას.

გაერთიანებული ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველების მისვლას გუშინდელ აქციას უკავშირებს.

„სადარბაზო სავსეა პოლიციელებით. ახლა ვურეკავ ჩემს ადვოკატსაც. ჩემი მეზობლები მზად არიან რომ შემოვიდნენ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი რამე ისეთი ნივთი არ დადონ სახლში. მათგან ყველაფერი არის მოსალოდნელი.ამიტომ მოვემზადები და მომზადებული გავუღებ კარს”- განაცხადა კირკიტაძემ.

იტვირთბა....