aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაია პატარაია: გურჯაანში ქალი პოლიციელების პირველ ხაზზე დაყენება სექსისტურია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია გურჯაანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციელთა კორდონის წინა ხაზზე ქალი პოლიციელების დაყენების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც პატარაია აღნიშნავს, ეს სექსისტური ჟესტია.

„შერეული რომ ყოფილიყო კორდონი, როგორიც თავდაპირველად მეგონა, არც კი გამოვეხმაურებოდი ამ ამბავს. მაგრამ „აბა, ქალს თუ დაეჭიდები?” – ეს შეკითხვა, რომელიც დღეს გახარიამ ოპოზიციას დაუსვა, არის ძალიან სექსისტური და პრობლემატური. იმას არ ვიტყვი, ქალს რატო აძლევთ ასეთ დავალებას-მეთქი. ცხადია, ყველანაირი საქმე უნდა აკეთოს ქალმა პოლიციელმა, მათ შორის კორდონი. მაგრამ უკლებლივ ყველა ქალი რომაა ამ “ცოცხალ ფარში”, ეს უკვე პერფორმანსს ჰგავს. ჰოდა, არ მომწონს გახარია რომ პერფორმანსს გვიწყობს ქალი პოლიციელებით – აცხადებს პატარაია.

ცნობისთვის, გურჯაანში ოპოზიცია აქციას დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მართავს.

კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ფოტო: სოციალური ქსელი

იტვირთბა....