ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ანგელა მერკელს ბერლინში შეხვდება

გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ბერლინში ხვალ არის დაგეგმილი.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს.

იტვირთბა....