aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გემი, რომლის ბორტზე 17 ქართველი იმყოფება, დაიკარგა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება დაიკარგა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გემთან – Pantelena IMO 9321469 კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა.

უწყების ცნობით, გემი ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და მის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. მატი ინფორმაციით, ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა.

“გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი – UKMTO“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იტვირთბა....