პირველი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება. ამის შესახებ გახარიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
გახარიას განმარტებით, პოლიციელების სოციალური უზრნველყოფის კუთხით ეს არის ის მინიმუმი, რისი გაკეთების საშუალებაც შეეძლოთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ახალი პრემიერისა და ძველი მთავრობის დამტკიცებისთვის საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს. მოსმენა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ეტაპობრივად მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ძველი მთავრობისა და ახალი პრემიერის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი სტრუქტურულ ცვლილებებს განახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება და უკვე სამი კვირის შემდეგ, მამუკა ბახტაძე განახლებულ მთავრობას წარადგენს.