aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„დავიღალეთ! ვბრუნდებით ფრონტის ხაზზე და ვქმნით ახალ პარტიას ახალი ხელებით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილი პოლიტპატიმარი ალექსანდრე ახალკაცი სოციალურ ქსელში ოპოზიციაში წასვლას და ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობის დაწყებას აანონსებს.

-„ქვეყანაში შექმნილმა უმძიმესმა სოციალურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ხელისუფლების მიერ ხალხისათვის მიცემული დანაპირებების შეუსრულებლობამ, ,,ოცნების” ,,ნაცებთან” კოჰაბიტაციამ, სამართლიანობის აღდგენის უიმედო ლოდინმა და კიდევ ათასმა მიზეზმა იძულებული გამხადა დაავუბრუნდე ფრონტის წინა ხაზს.

დიახ, ჩემო საყვარელო ადამიანებო, აღარ შემიძლია ჩემი ხალხის და ქვეყნის აბუჩად აგდებას გულხელდაკრეფილმა ვუყურო. მე მივდივარ ოპოზიციაში და ვიწყებთ ახალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას, რომლის წევრი ვერასოდეს გახდება ის გაქსუებული პოლიტიკოსები ყველა პარტიას რომ მოერგნენ! შემოგვიერთდით და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე! დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ!“,-წერს ახალკაცი.

 

იტვირთბა....