ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ახალი მინისტრები და სამინისტროები: მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები ოფიციალურად ცნობილია

ქვეყნის პერმიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განაცხადა.

ცვლილებების თანახმად,  ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო. გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება ბუნებივი რესურსების მართვის კომპონენტი.

დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება ეკონომიკის მინისტრად, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.

ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია  ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად, რომელიც ასევე  დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს.

ცვლილებების თანახმად, შსს-ში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა  და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც მოქმედი შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე ინიშნება, რომელიც ამჟამად საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორია.

განათლების სამინისტროს სპორტის და ახლაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი ურთდება და მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი.

კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტის და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და  მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და  ლევან დავითაშვილი დაიკავებს მინისტრის ადგილს.

საგარეო საქმეთა სამაინსტროს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უერთდება და სამინისტროს უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განხორციელებული ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე და კიდევ უფრო მოქნილი  სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას.

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....