აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატები ცდილობენ, არალეგალი მიგრანტები ქვეყანაში დატოვონ, იმის მიუხედავად, თუ რა საფრთხეს უქმნიან ისინი ქვეყანას და მოქალაქეებს.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ ებრძვიან „დემოკრატები“ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს (ICE).
„დემოკრატები სასოწარკვეთილად ცდილობენ ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შენარჩუნებას, რაც არ უნდა ცუდები ან საშიშები იყვნენ ისინი. მათ სურთ, რომ არალეგალმა მიგრანტებმა ხმის მიცემა შეძლონ. სწორედ ამიტომ იბრძვიან ისინი ასე გულმოდგინედ ICE-ს გასანეიტრალებლად. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათ წინააღმდეგ და გავიმარჯვებთ!“- წერს ტრამპი.

