დანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დანიაში პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის მიერ დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა.
წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ცენტრისტული-მემარცხენე მმართველი კოალიცია მემარჯვენე ოპოზიციურ პარტიებს მცირედი უპირატესობით უსწრებს, თუმცა დანიის 179 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს და დაახლოებით 85 მანდატს მოიპოვებს.
მეტე ფრედერიკსენმა, რომელიც დანიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს, საპარლამენტო არჩევნები გასულ თვეში დანიშნა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით მუქარის ფონზე მისი რეიტინგი გაიზარდა.
ცნობისთვის, დანიას კოალიციური მთავრობა მართავს, რომელიც მეტე ფრედერიკსენის „სოციალ-დემოკრატებისგან“, საგარეო საქმეთა მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის „მოდერატებისგან“ და თავდაცვის მინისტრის ტროელს ლუნდ პოულსენის მემარჯვენე-ცენტრისტული „ლიბერალური პარტიისგან“ შედგება. მოსალოდნელია, რომ ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ლარს ლოკე რასმუსენის მხარდაჭერა შეასრულებს.

