აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“განსაკუთრებული მადლობა მუსლიმ თანამოქალაქეებს სოლიდარობისთვის, რაც ურთულეს პერიოდში პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინეთ, ვაფასებ თქვენს თანადგომას” – შალვა პაპუაშვილი

ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს, ნოვრუზ ბაირამს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას, – ამის შესახებ შალვა პაპაუშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, აფასებს მათ თანადგომას და მნიშვნელოვან წვლილს მშვიდობისა და განვითარების საქმეში.

„დაე, ნოვრუზ ბაირამმა თითოეულ თქვენს ოჯახში მოიტანოს ახალი ენერგია, ბედნიერება და წარმატება. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რაც ჩვენთვის, ყველასთვის ამ ურთულეს პერიოდში უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინეთ. ვაფასებ თქვენს თანადგომას და თქვენს მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნის ერთობის, მშვიდობისა და განვითარების საქმეში“, – წერს პაპუაშვილი.

იტვირთბა....