aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის”: Amnesty International-ი მუხთარლის საქმეზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

აფგან მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო, გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის, – ნათქვამია
Amnesty International-ის  ანგარიშში, რომლის ერთ-ერთი ნაწილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს ეხება. ანგარიშში ნათქვამია, რომ 29 მაისს აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც პოლიტიკურ დევნას თავს საქართველოში აფარებდა, თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მისი აზერბაიჯანში დაკავების შესახებ გახდა ცნობილი.

„მუხთარლის მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდებით, აზერბაიჯანის პროკურატურა მას საზღვრის უკანონოდ კვეთასა და კონტრაბანდული ფულის გადატანაში ედავება. მუხთარლიმ საკუთარ ადვოკატს განუცხადა, რომ ის გაიტაცა და საზღვარი გადააკვეთინა ქართულად მოსაუბრე რამდენიმე მამაკაცმა, რომელთა შორის ზოგს საქართველოს კრიმინალური პოლიციის უნიფორმა ეცვა. ხელისუფლებამ საქმეში ქართველი სამართალდამცავების ჩართულობა უარყო, თუმცა მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის. წლის ბოლოსთვის, მუხთარლი აზერბაიჯანში პატიმრობაში რჩებოდა“, – ნათქვამია Amnesty International-ის მიერ მოცემულ ანგარიშში.

იტვირთბა....