დადაქალაქში ახალი ბილბორდები – „არა ნაცებს! არა ბოროტებას“, გამოჩნდა.
მათზე გამოსახულია: გრიგოლ ვაშაძე, ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.
თავდაპირველი ინფორმაციით, ბანერები “პატრიოტთა ალიანსის” დაკვეთით გავრცელდა, თუმცა, როგორც “ნეტგაზეთს” პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა, ამ ბანერებთან ალიანსს კავშირი არ აქვს.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის, აღნიშნული ბილბორდების განთავსებაზე პასუხისმგებელი, თბილისის არქიტექტურის სამსახურში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ეს არის კომპანია Outdoor.ge.
ფოტო: გიორგი ბაზაევი