aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანა დოლიძე: დღეს მიღებული კონსტიტუციის დოკუმენტი მხოლოდ ერთ პარტიას ეკუთვნის

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, დღეს მიღებული კონსტიტუციის დოკუმენტი მხოლოდ ერთ პარტიას ეკუთვნის.

“კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო ყველას კუთვნილება, თუმცა სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც ერთი პარტიის გარდა არავისი არ არის. ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი – ერთხელ, ჩვენთან შექმნილიყო თანხმობის კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წეს-წყობილებისკენ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დაადებს თუ არა პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტს ვეტოს, ჯერჯერობით უცნობი რჩება.

საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო, რის შედეგადაც ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.

კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას. ამ 117-ში ერთი დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდანაა”.

პრეზიდენტის უარის მიუხედავად, რიგგარეშე სხდომა დღეს 14:01 საათზე დაიწყო. სხდომის მიმდინარეობისას პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. საპარლამენტო უმცირესობიდან “ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად, 115 ხმით მიიღო.

იტვირთბა....