aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ISIS-ის მებრძოლები, შესაძლოა აჭარაში იმყოფებოდნენ”: არეშიძე Washington Post-ის სტატიას “მეტრონომთან” ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” 50 ტერორისტი საქართველოშია. ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ავრცელებს.

“მეტრონომთან” კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მისთვის ეს გამოცემა არ არის მთლად სანდო წყარო, თუმცა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ხალიფატის მებრძოლები სამშობლოში მართლაც დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ არა 50-ი, არამედ 10 კაცამდე. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ უკან დაბრუნებული მებრძოლები, სავარაუდოდ, აჭარასა და გურიაში უნდა იმყოფებოდნენ, თუმცა ამ ადამიანებს “ისლამურ სახელმწიფოში” რაიმე განსაკუთრებული თანამდებობა  არ ჰქონიათ და ბრძოლებშიც აქტიურად ჩართულები არ იყვნენ.

არეშიძე იმასაც გამორიცხავს, რომ რომელიმე ხალიფატის მებრძოლი პანკისში დაბრუნებულიყოს და ეს ჩვენს უსაფრთხოების სამსახურებს არ შეემჩნიათ, რადგანაც ხეობაში ყველაფერი ხელისგულზეა და მოსახლეობაც ცოტა ცხოვრობს. შესაბამისად, უკან დაბრუნებული მებრძოლების შემჩნევა უფრო ადვილად მოხდებოდა.

“Washington Post-ი სიმართლე, რომ გითხრათ, ჩემთვის მთლად ავტორიტეტულ გამოცემას არ წარმოადგენს. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხალიფატის რამდენიმე მებრძოლი საქართველოში დაბრუნებულიყო. ჩემი აზრით, ეს ადამიანები საბრძოლო მოქმედებებში დიდად ჩართულნი არც ყოფილან.

ზუსტად ვიცი, რომ პანკისში არცერთი მათგანი არ იმყოფება. მითუმეტეს პანკისიდან წასული მებრძოლების დიდი ნაწილი გარდაცვლილია. სულ რაღაც რამდენიმე კაცია დარჩენილი, რომლებიც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ხეობაში არ იმყოფებიან. რა თქმა უნდა, არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ფარულად საქართველოს რომელიმე კუთხეში იმყოფებოდნენ, თუმცა მგონია, რომ ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს მათი შემოსვლა არ გამოეპარებოდა. პანკისის ხეობა საკმაოდ პატარა დასახლებაა, სადაც მათი ჩამოსვლა შეუმჩნეველი არ იქნებოდა”,-აცხადებს “მეტრონომთან” არეშიძე.

ცნობისთვის, გამოცემის ინფორმაციით, საქართველოდან ერაყსა და სირიაში ჯიჰადისტების რიგებში საბრძოლველად 200-ზე მეტი ადამიანი წავიდა, მათგან დაახლოებით 50 სამშობლოში დაბრუნდა, 50-ზე მეტი კი, დღემდე რჩება ცხელ წერტილში.

სტატიაში მოყვანილია Soufan Center-ისა და “გლობალური სტრატეგიის ქსელის“ კვლევა, რომლის თანახმადაც, ISIS-ის დამარცხების შემდეგ, სამშობლოში 5600 მებრძოლი უკვე დაბრუნდა. Soufan Center-ის კვლევის სახელწოდებაა “ხალიფატის მიღმა: უცხოელი მებრძოლები და დაბრუნებულებისგან მომავალი საფრთხე“.

როგორც Washington Post-ი წერს, ამ ქვეყნებს ჯერ არ გაურკვევიათ, როგორ მოექცნენ „ისლამური სახელმწიფოს“ დაბრუნებულ წევრებს – ბევრი დააპატიმრეს, ზოგს კი შესაძლოა, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.

„მართალია, დაბრუნებულ მებრძოლებს პირდაპირ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ თავდასხმასა ან საფრთხეზე, თუმცა ისინი შესაძლოა, გახდნენ შთაგონების წყარო ან მაგალითი მათთვის, ვინც რადიკალიზაციის გზას ადგას“, – წერს გამოცემა.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....