aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ავერსსა” და “პსპ-ში” აცხადებენ, რომ პირბადეების დეფიციტი არ აქვთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ აფთიაქებში პირბადეებს ვერ ყიდულობენ და მათ ფარმაცევტები ეუბნებიან, რომ მარაგი ამოეწურათ.

“მეტრონომის” ჟურნალისტი იმყოფებოდა “პსპ-სა” და “ფარმადეპოს” აფთიაქებში, სადაც განუცხადეს, რომ პირბადეები არ გააჩნდათ.

“მეტრონომი” “ავერსისა” და “პსპ-ს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელებს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მათ პირბადეები დეფიციტში არ აქვთ.

“არა, პირბადეების არანაირი დეფიციტი არ არის “ავერსის” სააფთიაქო ქსელში. ბაზაში საკმაო რაოდენობის პირბადეები გვაქვს და ნამდვილად არ გვაქვს პრობლემა. შეიძლება, უბრალოდ, რომელიმე ფილიალში გაუთავდათ”, – განაცხადა “ავერსის” საზოგადოების სამსახურის უფროსმა ლალი ბრეგვაძემ.

“პსპ-ს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თორნიკე გურული აცხადებს, რომ მათ პირბადეების საკმარისი მარაგი აქვთ.

“არა, პირბადეების არანაირი დეფიციტი არ გვაქვს. 400 000 პირბადე შევიძინეთ გუშინ, საწყობში გვაქვს და აფთიაქები იწერენ. ჩვენ ქსელში რეალურად დეფიციტი არ ყოფილა. სხვა ქსელებში როგორც ვიცი დეფიციტია. მაგალითად, “ნაძალადევის” მეტროსთან არსებულ ფილიალში მითხრეს, რომ 800 გამოიწერეს გუშინ და 400 უკვე დღის პირველ ნახევარშივე გაყიდეს. 2-3 საათში დანარჩენსაც გაყიდის და შემდეგ გამოიწერენ. 100% ვიცი, რომ 400 000 პირბადე არის საწყობში და იწერენ აფთიაქები”, – განაცხადა გურულმა.

იტვირთბა....