aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ადგილზე მისულ დედას შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა”: რა გახდა 13 წლის გოგონას სახურავიდან გადმოვარდნის მიზეზი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარი შემზარავი შემთხვევის შესახებ, კერძოდ, 13 წლის გოგონას 8 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნის ფაქტზე რამდენიმე ვერსია განიხილება.

ერთ-ერთი ვერსიით გოგონა 8 სართულიანი კორპუსის სახურავიდან ფოტოს გადაღების დროს გადმოვარდა. ასევე საუბრობენ თვითმკვლელობასა და მოზარდის გადმოგდებაზე.

„თქვეს, რომ ბავშვი გადმოვარდა, დაინახეს მიწაზე. როგორ, რანაირად, საიდან არავინ არაფერი არ იცის. ზოგი ამბობს, რომ თამაშობდნენ, ზოგი ამბობს რომ „სელფის“ გამო, ზოგიერთის თქმით, კი ფეხი გაუცურდა და გადმოვარდა. მომხდარის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არავის აქვს“- აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი მედიასთან.

„დედა ეძებდა თურმე, გარეთ გამოსულა გოგონას მოსაძებნად, ამ დროს საშინელი ხმა გაუგიათ, ავტომობილს ადამიანი დაეცაო, ადგილზე მისულ დედას საკუთარი შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა. სასწრაფოც იყო მოსული, თუმცა უშედეგოდ“- ამბობს თვითმხილველი.

მეზობლების თქმით, იმ კორპუსის სახურავზე სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, მოზარდები ხშირად იკრიბებიან, რადგან სხვენში ასავლელი ღიაა და უსაფრთხოების ზომებიც არ არის დაცული. ადგილობრივების თქმით, მოზარდი ავტომობილს დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

ამ დრომდე უცნობია, გოგონა მარტო იყო ის თუ ვინმესთან ერთად.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....