თბილისის მედიცინის ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელის ანა მამრიკაშვილის თქმით, მასთან კონტაქტში მყოფი პირები ახლა კარანტინში არიან.
„ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა, ვისაც მასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა, ახლა საკარანტინო სივრცეში არიან. ტესტირება უნდა ჩაუტარდეს დარჩენლ პაციენტებს და იმის მიხედვით გადაწყდება მათი ბედი“,- განაცხადა ანა მამრიკაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა.
ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4925 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 401. ჯამში კი ვირუსით 252 ადამიანია დაინფიცირებული.