ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„გვიშველეთ!“: იტაცებენ თუ არა ჩინელები საკვების მიზნით თბილისის ქუჩებიდან ძაღლებს

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

თბილისის მერია: „ჩინელების მიერ ძაღლების მოტაცებას არ გამოვრიცხავთ“

რამდენიმე დღეა თბილისის პარკებიდან უპატრონო, მიკედლებული ძაღლების გაქრობის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. მოქალაქეთა ნაწილი ჩინელ მუშებსაც ადანაშაულებს და ამბობს, რომ ძაღლებს საკვებად გამოყენებისთვის იტაცებენ. თემას ტელეწამყვანი ინგა გრიგოლიაც გამოეხმაურმა, რომელმაც სოციალურ ქსელში თბილისიდან ძაღლების საეჭვო გაუჩინარების შესახებ დაწერა:

“მეგობრებო,  გთხოვთ ყურადღებით იყავით… თუ გაიგებთ ძაღლების კივილს ღამით, არ დაიზაროთ, გადაიხედეთ, მიდით და გადაიღეთ ფოტო, ან ვიდეო……ვეძებთ კვალს, სად მიჰყავთ ღამ-ღამობით ძაღლები და გვჭირდება დამადასტურებელი მასალა – სად მიჰყავთ, ვის მიჰყავს და რა მანქანებით“.

მოგვიანებით ჟურნალისტმა უფრო განავრცო პოსტი:

„გვიშველეთ!!!! …. Sos!!!!!!sos!!!!!!sos!!!!! – როგორც ჩანს, ქალაქში დაიწყეს პარკების წმენდა ძაღლებისგან(((((( ვერის პარკიდან ოთხი ძაღლი წაიყვანეს გაუგებარმა ტიპებმა და ვერ პოულობს ვერავინ((((( მუნიციპალური ამბობს, ჩვენთან არ არიანო… ვერსად პოულობენ… პარკის ძაღლები იყვნენ, ყველას რომ უყვარდა და უვლიდნენ…. ტკბილები… თბილები(((((((( სად შეიძლება იყვნენ, ვერავინ გაიგო(((((((((( აღმოჩნდა, რომ იგივე მოხდა ბუკიას ბაღში, ვაკის პარკში, დედა ენის ძეგლთან(((((((( ახლა ვცდილობ გავარკვიო მერიაში…აცრილი, დამუშავებული ძაღლები მიყავთ გაურკვეველი მიმართულებით…. ძაღლებს ებრძვი, თბილისის მერიავ????????? !!!!!!!!! სანანებლად გაგიხდებათ, ვინც ამას აკეთებს და ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ!!!!”, – წერს ჟურნალისტი.

ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ძაღლების მასობრივ გაუჩინარებასთან დაკავშირებით  ძაღლების თავშესაფრის დამფუძნებელი, თამაზ ელიზბარაშვილიც ადასტურებს:

,,მე აუცილებლად გავარკვე პარკებიდან სახელმწიფო თანხებით გასტერილებული, დაბირკული და რეგისტრირებული მეურვეებიანი ძაღლების გაქრობის ამბავს. თუ ეს კრიმინალური ფაქტი დადასტურდა, მსგავსი ქმედება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის დასჯადი. მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი, არ დაველოდები ამ ვანდალური დანაშაულის ჩამდენის წინაშე კანონის აღსრულებას, აუცილებლად ვიპოვი დამნაშავეს და პირადად გავუსწორდები“. – წერს სოციალურ ქსელში თამაზ ელიზბარაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილი „მეტრონომთან“ საუბრისას თემას უფრო ანვრცობს და აღნიშნავს, რომ მას აქვს საკუთარი ვერსია, სად შეიძლება იკარგებოდნენ რეგისტირებული ძაღლები.

„მეტრონომი“: ბატონო თამაზ, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკარგული ძაღლების კვალი შეიძლება ჩინელ მუშებამდე მიდიოდეს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

თამაზ ელიზბარაშვილი:  ჩვენ ჩინელებთან ფართომასშტაბიანი აქცია ჩავატარეთ რამდენიმე კვირის წინ და მათთან 6 ლეკვი და დიდი ძაღლი ვიპოვეთ. ისეთ ვითარებაში ჰყავდათ გამოკეტილი, რომ ჩემი გონივრული ეჭვია, შესაჭმელად უნდოდათ, მაგრამ ფაქტი ვერ ვიპოვეთ – ან თათი ან ძაღლის თავი… ამიტომ ხელს პირდაპირ ვერ დავადებთ. თუმცა ფაქტია, რომ ჩინელები ძაღლის ხორცს მიირთმევენ. რაც შეეხება იმას, რომ პარკებიდან ჩინელებს მოეპარათ ძაღლები, გამოვრიცხავ, რადგან ეს გაჟღერდებოდა. მითუმეტეს, იმის მერე, რაც მათთან ვიყავით ე.წ. მუშათა ბარაკებში, ვერ გაბედავენ პარკებიდან, სახელმწიფო ფულით ოფიციალურად რეგისტრირებული ძაღლები მოიპარონ და შეჭამონ.

– რა ვერსია გაქვთ, რა არის ძაღლების გაქრობის მიზეზი?

– ვიღაცის ხელი რომ ურევია, ფაქტია. ერთ ღამეში ყველა პარკიდან და ქუჩიდან გაქრნენ ძაღლები, საეჭვოა. ძალიან კარგად ვიცნობ მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს, კარგი და სიტყვის კაცია. კანონმორჩილი ადამიანია. ქალაქის მერმაც რომ უბრძანოს, უკანონო დავალებას არ შეასრულებს. ამიტომ გამოვრიცხავ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს ამ საქმეში. მითუმეტეს ისინი აკეთებენ ცხოველთა რეგისტრაცია-სტერილიზაციას.  შესაბამისად, ლოგიკური არ გამოდის, რომ მათ გაჰყავდეთ ძაღლები. მაგრამ არ გამოვრიცხავ, ვინმე, ქალაქის მთავრობაში, ან მერიაში, იყოს კრიმინალი, რომელმაც გვერდში თავისნაირები შემოიკრიბა და კანონი დაარღვია.

ჩართული ვარ გამოძიებაში. აუცილებლად გამოჩნდება მოწმე, ვინც დაინახავდა სად წავიდნენ ძაღლები.

„მეტრონომი“ თემის შესახებ მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორს, თემურ ფხალაძეს, დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ პარკებიდან ძაღლების გაქრობის შესახებ მოქალაქეებმა პოლიციას განცხადებით უკვე მიმართეს. თემურ ფხალაძის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.

თემურ ფხალაძე: მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უფლებამოსილებას ახორციელებს ზედმიწევნის, დებულების და ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის თანახმად. სააგენტოს ჯგუფები რეაგირებენ მხოლოდ შემოსული შეტყობინების საფუძველზე.

„მეტრონომი“: როგორ ხდება უპატრონო ძაღლების აღრიცხვა და შემდეგ მათზე მონიტორინგის განხორციელება?

-პოპულაციის სწორად და ჰუმანურად მართვის ფარგლებში,  თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიდან ცხოველები აგვყავს და გადაგვყავს მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მათ  უტარდებათ ლაბორატორიული კვლევა. თუ ცხოველი აგრესიული არ არის, უტარდება ოპერაცია-სქესის მიხედვით,  სტერილიაზიცია ან კასტრაცია;  უკეთდებათ ყურზე დანომრილი საჭდე, რომელიც ცენტრალურ ბაზაშია ასახული, ცოფის საწინააღმდეგოდ ვაქცინაცია და ასეთი ძაღლები ბრუნდებიან ბინადრობის პირველ რაიონში, მიკედლების, ან თავისუფალი სტატუსით.

თუ მიკედლებულია ძაღლი, მიმკედლებელი იღებს ვალდებულებას ძაღლზე განახორციელოს ზედამხედველობა. აუცილებელი არ არის მიკედლებული ძაღლი დამწყვდეული იყოს. მას შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს ქალაქში, თუმცა, მასზე ზედამხედველობას ახორცილებენ კონკრეტული პირი ან პირთა ჯგუფი.

– ბოლო პერიოდში ჩინელი მუშებიც დაადანაშაულეს ძაღლების მოტაცებაში. გაჩნდა ვერსია, რომ ისინი საკვებად იყენებენ უპატრონო ძაღლებს. რამდენად რეალურია ეს?

– გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ. ეს ყველაფერი სავარაუდო დონეზეა. დამადასტურებელი ფაქტი არავის აქვს.

მერიის ცხოველთა მონიტორინგის საგენტოს ძაღლები არც აუყვანია, არც გამოძახება დაფიქსირებულა და არც ჩვენ  ინტერსებშია, რომ ეს ძაღლები დაჭერილი და გადაყვანილი იქნეს. პირიქით, ჩვენ გავასტერილეთ და დავაბრუნეთ ეს ძაღლები.

– ვის კომპეტენციაშია ამ ფაქტების გამოძიება?

– ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო. პირადად ვიყავი მისული ვერის და ვაკის პარკში, შევხვდი მოსახლეობას, იმ პირებს, ვისაც მიკედლებული ჰყავდათ ძაღლები. მათ გამოიძახეს პოლიცია, რომელთაც  ავუხსენი, რას ნიშნავს მიკედლებული და მიუკედლებელი ძაღლი. ჩვენ, სააგენტოს მობილურ ჯგუფებს გადავეცით დაკარგული ძაღლების სურათები, რომლებიც  ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს. აღსანიშნავია ის,  რომ რამდენიმე ძაღლი გამოჩნდა. დღეს დილითაც დამირეკეს, რომ ორი ძაღლი ვაკის პარკში, ერთი ძაღლი კი ვერის პარკში დაბრუნდა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ძაღლები კიდევ დაუბრუნდნენ თავის ადგილს.

– შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს?

– მოქალაქეებმა განცხადება დაწერეს. საპატრულოს და კრიმინალური პოლიცია იყო გამოძახებული. ვნახოთ, პოლიცია თავის კომპეტენციის ფარგლებში როგორ იმოქმედებს.

მანა ნოდია

 

 

 

 

 

 

სხვა ამბები

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

newsadmin

“იმედის” კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

newsadmin

სერგეენკო – დაშვებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

newsadmin

არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება – თბილისის მერის მოადგილე

newsadmin

იაშვილის კლინიკაში დაზარალებულების მოსანახულებლად პრეზიდენტი მივიდა

newsadmin

შს მინისტრის მოადგილე აფეთქებაზე – ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..