ახალი ამბები მთავარი სამართალი

ორბელიანის მოედანზე მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

ორბელიანის მოედანზე მომხდარი ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას  ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად 6 არასრულწლოვანი დაშავდა, რომლებიც თბილისის 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

“ქალაქ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ქვეითად მოსიარულე 6 არასრულწლოვანი დაშავდა. ექვსივე მათგანი 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”- აღნიშნულია განცხადებაში.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. “მეტრონომს” თვითმხილველმა აცნობა, რომ შენობიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც მოქალაქეები დაშავდნენ.

 

 

იტვირთბა....