aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

წერეთელი: არ მგონია, უკრაინამ შიდა ფრონტი გამართოს – პრეზიდენტებზე არ უნდა იყოს ნადირობა და იმედი მაქვს, ეს მაგალითი იქნება ჩვენთვისაც

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სასამართლო პროცესს გამოუხმაურა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, წერეთელმა გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” აღნიშნა, რომ არ აქვს მოლოდინი, უკრაინამ შიდადაპირისპირებას შეუწყონ ხელი “პრეზიდენტებზე ნადირობით”. მისი თქმით, ეს მაგალითი უნდა იყოს საქართველოსთვისაც.

“არ მგონია, ასეთი ცხელი თავები იყვნენ უკრაინის მთავრობაში, რომ როცა მთელი მსოფლიო გარე აგრესიისგან იცავს, შიგნით გამართონ ფრონტი. პრეზიდენტებზე არ უნდა იყოს ნადირობა და იმედი მაქვს, ეს ჩვენთვისაც მაგალითი იქნება.

პოროშენკოს მხარდამჭერები ამბობენ, რომ მან მოიმატა რეიტინგით, ზელენსკის რეიტინგი არ არის ისე მაღლა, პოროშენკოს მცირედით ასწრებს და ამიტომ, მის შემდეგ, პოროშენკო მიიჩნევა სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად. ამის გამო ხდება ახლა მისი დაშინება, მისი მომხრეების შევიწროება და საქმის აღძვრა. ზოგადად, უკრაინაში სულ ერიდებოდნენ ასეთ გადაწყვეტილებებს. ფაქტია, შიდა ბრძოლაა, მაგრამ სიმპათიას არ იმსახურებს ეს ნაბიჯი, თუკი პოროშენკო დაპატიმრებული იქნება”, – ამბობს წერეთელი.

ცნობისთვის, პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.

იტვირთბა....