aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

კი არ შეცვლილხართ, უფრო დიდ ნაძირლებად ჩამოყალიბებულხართ – ცაგურია მოსამართლე მეთოფიშვილს

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასამთავრობო ორგანიზაცია “მე ვიცავ თავისუფლების” დამფუძნებელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლევან გოგიჩაიშვილს ეხება.

“სერგო ბატონო, ლევანის სახელს რომ ახსენებ პირი კარგად გამოირეცხე… ხომ არ დაგავიწყდათ როგორ გაგვასამართლეთ Jaba Jishkariani თქვენ და გვრიტიშვილმა პარლამენტიდან 30 მეტრის დაშორებით აქციის გამართვისთვის მაშინ, როდესაც კანონში მანიფესტაციების შესახებ (შეზღუდვის მაქსიმუმი) 20 მეტრი ეწერა… თან დაკავების ოქმშიც 30 მეტრი ეწერათ ნაცების ჯალთებს და თქვენც რისი ჯალთი მოსამართლე იყავი თუ არ გაიმეორებდი მაგ სისულელეს? დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევას რომ გვაბრალებდა ზონდერთა ჯგუფი, შენ რატომ გვითხარი უარი დაკვების კადრების ნახვაზე? უარი რატომ გვითხარით დაკავების შემსწრე ადამიანების, მათ შორის ჟურნალისტების დაკითხვაზე? რატომ არ გაინტერესებდათ სიმართლის დადგენა და რატომ გჯეროდათ მხოლოდ სააკაშვილის რეპრესიული მილიციის?
იმიტომ რომ თქვენც ისეთივე “ანგელოზები” იყავით და რასაც გისმენთ კი არ შეცვლილხართ, უფრო დიდ ნაძირლებად ჩამოყალიბებულხართ ამასობაში….

კი არ შეცვლილხართ, უფრო დიდ ნაძირლებად ჩამოყალიბებულხართ”, – წერს ცაგურია.

ცაგურიას ამ განცხადებას სოციალურ ქსელში მეთოფიშვილი პასუხობს.

“ამ ადამიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართლაც როგორც მოსამართლემ განვიხილე, თუ არ ვცდები 2009 წელს.

არ მინდა დავარღვიო მოსამართლის ეთიკის ნორმები, ამიტომ კომენტარისაგან თავს შევიკავებ”, – წერს მეთოფიშვილი.

რაც შეეხება მეთოფიშვილის განცხადებას ლევან გოგიჩაიშვილთან დაკავშირებით. მეთოფიშვილმა ის აგრეთვე სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც აცხადებს, რომ გოგიჩაიშვილის განცხადება სასამართლოსთვის შეურაცხმყოფელია.

“კიდევ ერთი გაუგებარი საოცრება წავიკითხე!!! — პარლამენტარი გოგიჩაიშვილის მოსაზრებით – მას აქვს უფლება შეურაცხმყოფილი განცხადებები გააკეთოს საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ, მოსამართლეების მიმართ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, ხოლო სასამართლო სისტემას (რომელიც სხვათა შორის ადამიანის უფლებებს იცავს) არ უნდა ჰქონდეს უფლება საკუთარი თავი დაიცვას(!!!???)

მეგობრებო, როგორ მოგწონთ გოგიჩაიშვილის ასეთი მიდგომა?

ერთი კითხვა მაქვს გოგიჩაიშვილთან: დეპუტატო გოგიჩაიშვილო, სადმე თუ ქსმენიათ ასეთი ქვეყნის არსებობაზე სადაც პარლამენტარს აქვს უფლება გალანძღოს თავისივე ქვეყნის სასამართლო სისტემა და მოსამართლეები, ამ სისტემას კი არ აქვს უფლება თავი დაიცვას?

არ გახსენდებათ ასეთი ქვეყანა???

თუ არ გახსენდებათ, მაშინ რატომ გინდათ ეს უმსგავსოება საკუთარ ქვაყანაში დააწესოთ???

მე ადრე ვთქვი -კარგია, რომ ქალბატონ ბესელიას და პატივცემულ კობერიძეს გვიან მაგრამ მაიც გაახსენდათ სიტყვა “პატივცემული”! მათ ვურჩიე ხშირად გაიხსენონ ეს სიტყვები, როდესაც ჭორის დონეზე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეურაცხმყოფილად საუბრობენ მოსამართლეებზე, ფაქტიურად კი ტალახს ესვრიან ცალკეულ მოსამართლეებს, მთელ სისტემას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საუბრობენ სასამართლო სისტემაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რაღაც ვიწრო ჯგუფებზე, წარსულში დავალებების შესრულებებზე, მოსამართლეთა შავ სიებზე, მოსამართლეების არაკეთილსინდისიერებაზე, ცალკეული მოსამართლეების უღირს რეპუტაციებზე და ა.შ. .

გოგიჩაიშვილის დრევანდელი განცხადებაც სასამართლო სისტემისათვის და მოსამართლეებისათვის შეურაცხმყოფილია! (თუმდაც ის, რომ მოსამართლეები ვერ აკმაყოფილებენ პატიოსნების და ღირსების კრიტერიუმს, მოსამართლეებს უამრავი ადამიანი ჰყავთ გაუბედურებული და ა.შ.)

ბატონ გოგიჩაიშვილს, ისევე როგორც ქალბატონ ბესელიას და პატივცემულ კობერიძეს, ვურჩევ ანალოგიურს – მისთვისაც და ქვეყნისთვისაც სიკეთის მომტანი იქნება თუ სასამართლოზე და მოსამართლეებზე საუბრისას გაახსენდება სიტყვა “პატივცემული”.

ბატონ გოგიჩაიშვილს, ისევე როგორც ქალბატონ ბესელიას და პატივცემულ კობერიძეს, ვურჩევ ნუ აწვდის საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე როგორც მოსამართლე ღიად ვერევი პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ(!?) ეს არის სიცრუე!!! გოგიჩაიშვილი ამით ვერ გამაჩუმებეს!!! ალბათ მას მორჩილი საბჭოს წევრები და მორჩილი მოსამართლეები სურს რომ ყავდეს. მაგრამ, საბედნიეროდ ეს დრო წარსულს ჩანარდა!!! 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და პოლიტიკოსების გავლენებისგან!!!

წარსულში ვერ დაგვაბრუნებთ, ბატონო გოგიჩაიშვილო!!!

ამასთან დაკავშირებით შევახსენებ პარლამენტარ გოგიჩაიშვილს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შექმნილია კანონით დადგენილი ამოცანების შესრულების მიზნით, მათ შორის სასამართლო სისტემის და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით!!! აქედან გამომდინარე მე, როგორც საბჭოს წევრი, როდესაც დავინახავ რომ არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსების ქმედებებით შესაძლოა სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობას რეალურად შეექმნას საფრთხე, ვალდებული ვარ და ყოველთვის დავიცვავ კიდეც სასამართლო სისტემის და მოსამართლეების კანონიერ ინტერესებს, უფლებებს და დამოუკიდებლობას!!!

ამასთან ვაფიქსირებ, რომ ნამდვილად არ ვაპირებ გოგიჩაიშვილთან, ბესელიასთან, კობერიძესთან და ა.შ. დებატებში შევიდე ან რაიმე ფორმით გავაგრძელო დისკუსია ამ თემაზე. მგონი ყველაფერი გასაგებად ჩამოვაყალიბე”, – წერს მეთოფიშვილი.

 

იტვირთბა....