aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქედაში ქვის კარიერის აფეთქების შედეგად, 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა.

თვითმხილველების თქმით, ბავშვს კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა. შემთხვევა ქედაში, სოფელ დოლოგანში ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

დაახლოებით 100 მეტრში სახლის ეზოში თამაშობდა 6 წლის ბავშვი, როდესაც ქვა მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა”,- აცხადებენ თვითმხილველები. ქედის მერის ლევან გორგილაძის თქმით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა და დეტალების გასარკვევად შემთხვევის ადგილზე მიემართება.

იტვირთბა....