aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტეფანე მღებრიშვილი ქუთაისში 2 მაისს აღარ იმღერებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სტეფანე მღებრიშვილი ქუთაისში 2 მაისს აღარ იმღერებს, როგორც “მეგა ტვ”-სთვის გახდა ცნობილი მომღერალმა კონცერტში მონაწილეობაზე უარი თავად განაცხადა.

“მეგა ტვ” არკვევს თუ ვინ იმღერებს სტეფანესა და ბენდის ნაცვლად ქუთაისში, ნინო სურგულაძესთან და ესპანელ ტენორთან ერთად.

როგორც ქუთაისის მერიის სატენდერო დოკუმენტებშია აღნიშნული ქალაქის მერიას ღონისძეაზე მუსიკოსებისთვის 69 303 ლარი აქვს გამოყოფილი.

“2024 წლის 2 მაისს ქ.ქუთაისში ტარდება ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,ქუთაისქალაქობა“, რომელიც სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება. ქუთაისისთვის ეს დღესასწაული მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია და ყოველ წელს უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. ღონისძიება საუკეთესო საშუალებაა კულტურისა და ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარების და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. 2024 წლის 2 მაისს ქალაქის დღესასწაულზე ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი მსოფლიოში აღიარებული ქართველი ოპერის ვარსკვლავის ნინო სურგულაძის მონაწილეობით. კონცერტში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ესპანელი ტენორი სერხიო ესკობარ-პერესი, ქართული ოპერის თვალსაჩინო წარმომადგენელი მარიკა მაჩიტიძე და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი.” – წერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო დოკუმენდაციაში.

იტვირთბა....