aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სისტემამ ამ ყველაფერს გაუძლო… ვირუსი შეკავებული გვაქვს” – პაატა იმნაძე

იმნაძე
aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, იმ პირობებშიც კი როდესაც საქართველო 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ჯანდაცვის სისტემამ ამას გაუძლო.

თუმცა, როგორც იმნაძემ აღნიშნა, სისტემა ამაზე მეტ დატვირთვას ვეღარ გაუძლებდა.

„ნებისმიერი შეზღუდვა ორი კვირაში გვაძლევს შედეგს. ჩვენ ვნახეთ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ზრდა აღარ გვაქვს. მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტად გაფართოვებისა, ახალი შემთხვევების ზრდა აღარ გვაქვს. ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე გავრცელებით 100 ათას მოსახლეზე, ჩვენმა სისტემამ გაუძლო. ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია, რომ სისტემამ ამ ყველაფერს გაუძლო, თუმცა მეტს ვერ გაუძლებდა. მეტს რომ ვერ გაუძლებდა და რადგან იყო გაცილებით უარესი პროგნოზები, ამიტომაც დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან თავისი შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებული გვაქვს,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

იტვირთბა....