aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა

“მიწები საკმარისად გვაქვს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ გვჭირდება”: რუსი ოპოზიციონერი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მიწები საკმარისად გვაქვს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ გვჭირდება” – ამ განცხადებას რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი “დემოკრატიული არჩევანის” დამფუძნებელი ვლადიმერ მილოვი გადაცემა პანორამაში აკეთებს.

მისი თქმით, მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არასდროს უღიარებია.

“მე მათ მივიჩნევ საქართველოს ტერიტორიებად და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს რუსულ ოპოზიციაში, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ აფხაზ, ოს და ქართველ ლიდერებთან ერთად. მოილაპარაკონ, როგორ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების გაერთიანება საქართველოსთან. ჩვენ ჩვენი ლეგიტიმური ტერიტორიებიც საკმარისად გვაქვს, მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა ვართ და ჯობს ჩვენი გაღატაკებული ხალხის სასარგებლოდ გადავწყვიტოთ დღითიდღე მზარდი პრობლემები”, – განაცხადა რუსმა ოპოზიციონერმა.

იტვირთბა....