aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბავშვო ბაღი “ეკო” – თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელი მომავალი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზამთრის სეზონთან ერთად თავს იჩენს უამრავი ბაქტერია და ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვისაა.

„მეტრონომმა“  გადაწყვიტა ექიმი-პედეატრისგან მიეღო რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც ზამთრის სეზონზე მშობლებსა და ბავშვებს გამოადგება, სწორედ ამიტომ „ეკო ბაღის“ პედიატრს – თეა ბუსკაძეს ვესაუბრეთ.

როგორც ექიმმა განაცხადა, საბავშვო ბაღი „ეკო“ ყველა ნორმას აკმაყოფილებს, რათა ბავშვი სუფთა და ჯანსაღ გარემოში იყოს.

„გრიპის ვირუსთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა, რა თქმა უნდა ჩვენამდეც მოაღწია,

სისტემატურად ვანიავებთ ოთახებს და ბავშვები გაგვყავს სუფთა ჰაერზე. სადეზინფექციო ხსნარს აქვს თავის პროცენტები და არ აქვს მკვეთრი სუნი. დაახლოებით ნახევარი საათი მაინც აუცილებელია, რომ ბავშვი არ იყოს ოთახში და საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

საბავშვო ბაღ „ეკოში“ დეზინფექცია ტარდება ყოველდღიურად, დღეში ორჯერ, შემდეგ ხდება სველი წესით დამუშავება დილით, როცა ბავშვები არ არიან მოსულები და საღამოს როცა მიდიან. როდესაც საქმე გვაქს სათამაშოებთან, რასაც ბავშვი ყოველდღიურად ეხება, მაშინ აუცილებლად ხდება ყველაფრის დასუფთავება.

ვირუსების პერიოდში ბავშვების სიმცირე იყო, ჩემი რეკომენდაციაა პატარების სუფთა ჰაერზე გაყვანა, ბევრი სითხის მიღება და რაც ყველაზე მთავარია ხელების ხშირი და რეგულარული დაბანა.

ვირუსის შემთხვევაში ბავშვმა სავალდებულოა ბაღი გააცდინოს. თუ დაფიქსირდა ვირუსი ასეთ ბავშვებს სახლში ვუშვებთ, რათა სხვებსაც არ შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა.

ზამთრის სეზონზე აქტიურია გრიპით, სურდოთი და ხველით დაავადებული ბავშვები. წითელა და წითურა ზამთრის სეზონის აქტუალურ ვირუსებს მიეკუთვნება. როდესაც ბავშვს საერთო სისუსტე, ტემპერატურა და გამონაყარი შეაწუხებს, ყურადღება უნდა მივაქციოთ და თვითმკურნალობას არავითარ შემთხვევაში არ მივმართოთ“ – განაცხადა ექიმმა-პედიატრმა თეა ბუსკაძემ.

„მეტრონომი“ დაინტერესდა, თუ როგორ ხდება საბავშვო ბაღ „ეკოში“ ბავშვების შემოწმება და მიღება.

„ეკო ბაღში 6 თვეა რაც ვმუშაობ ყოველდღიურ რეჟიმში. ბავშვებს ვუმოწმებთ თმებსა და ფრჩხილებს. შემდეგ პატარები, იბანენ ხელებს და სადილობას იწყებენ. ჯგუფებში როგორც კი შედიან ვიწყებ შემოწმებას ხომ არ აქვთ გამონაყარი, როგორ მდგომარეობაში აქვთ ყელი, ხომ არ აქვთ ტემპერატურა და ა.შ.“ – განაცხადა თეა ბუსკაძემ.

პედიატრსა და მშობელს შორის კომუნიკაცია უმთავრესია. საბავშვო ბაღი “ეკო” იმითაც გამორჩეულია, რომ მშობელსა და ბაღს შორის კონტაქტი მჭიდროა.

„ეკო ბაღში ისეთი გარემოა, რომ მეც დიდი სიამოვნებით ვმუშაობ და ჩემთვის მეორე ოჯახია. მშობლებთან მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა. როდესაც ბავშვი მოდის და მას ვიბარებ ვეკითხები  ხოლმე როგორაა, რამე ხო არ სჭირს, ასევე ვატყობინებ მშობელს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც.

ბაღში ბავშვის მოყვანისთანავე ვცდილოთ გავარკვიოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გვყავს ალერგიული ბავშვები, რომლებთანაც გარკვეული სიფრთხილე გვმართებს საკვების მხრივ.  მასწავლებლებიც საქმის კურსსში არიან, ამ დროს გვაქვს ყველანაირი პრეპარატი, რომ საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარება გავუწიოთ“ – განაცხადა ეკო ბაღის პედიატრმა.

საბავშვო ბაღი „ეკო“  თქვენი და თქვენი შვილების მშვიდი, ჯანმრთელი და უზრუნველი მომავლის საწინდარია.

იტვირთბა....