aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის საელჩო აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, რუსული ვაქცინების ნაცვლად “კოვიდ’19”-ს ებრძოლოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვაშინგტონში რუსეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რითიც ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობას მიმართავს.

საელჩო აშშ-ის მოუწოდებს, რუსული ვაქცინების გაკრიტიკების ნაცვლად კორონავირუსს ებრძოლოს.

„გადაარჩინეთ ამერიკელების სიცოცხლე, ებრძოლეთ კოვიდ 19-ს და არა რუსულ ვაქცინებს,“ – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული განცხადებით რუსეთის საელჩო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს მორგან ორტაგუსს, გამოეხმაურა, რომელმაც რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ეფექტურობა და უსაფრთხოება ეჭვქვეშ დააყენა.

იტვირთბა....