aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

პრემიერის ინიციატივას საბანკო სექტორი პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერი-მინისტრის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, პენსიით უზრუნველყოფილი სესხის საპროცენტო განაკვეთების შესაძლო შემცირების შესახებ, საბანკო სექტორი bm.ge-სთან აფასებს. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ გარკვეული მექანიზმებია შემოსაღები, რადგან როდესაც პენსიონერი საკუთარი პენსიის უზრუნველყოფით იღებს სესხს, მას არ უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი:

“ინიციატივა თითქოს კარგია, მაგრამ სანამ ქაღალდზე არ იქნება გადატანილი, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, მანამდე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება.
მსოფლიოში ნებისმიერი ბანკი ან ორგანიზაცია გარკვეულ რისკებს იღებს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს რისკები შეამციროს. რა თქმა უნდა, რისკიანია ნებისმიერი სესხის გაცემა, მითუმეტეს საპენსიო უზრუნველყოფის ქვეშ გაცემული სესხები, მაგრამ ეს ერთ-ერთი საბანკო პროდუქტია, რომელიც ჩვენ ქვეყანაში კარგად მუშაობს. ის, რომ სახელმწიფომ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით დააყენა ეს საკითხი, ძალიან კარგია. ამ პასუხისმგებლობას საბანკო სექტორიც რა თქმა უნდა გრძნობს და თუ ეს თანამშრომლობა შედგება, ბუნებრივია საკითხი დადებითად გადაწყდება”, – განუცხადა bm.ge-ს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ.

იტვირთბა....