aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თითოეული მოქმედი და მომავალი ჯარისკაცის გამო”: სოსო ოსორაულის ძმა მიმართვას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

https://www.youtube.com/watch?v=FF62umE_k7c

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმა ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას 7 ივლისს, 19:00 საათზე, გმირთა მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

„მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ყოველგვარი ტელეეთერების გარეშე, ყველანაირი პოლიტიკის გარეშე… მინდა მივმართო ჩვენს ჯარისკაცებს, ვეტერანებს, რომლებიც 90-იანებში იბრძოდნენ; მინდა მივმართო ჩვენს პოლიციელებს, ყველას ვისაც ფორმა აცვია; მინდა მივმართო მათი ოჯახის წევრებს, ვისი ახლობელი და ნათესავი საქართველოს ჯარისკაცად დაიღუპა; მივმართავ მთავრობის წევრებს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ჩვენ ყველას გვაერთიანებს საქართველო, რომელსაც ჯარისკაცი იცავს.

ამიტომ გთხოვთ, 7 ივლისს, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ გმირთა მოედანზე, სანთლებით ხელში, იქ სადაც ჩვენი გმირების გვარებია ამოტვიფრული და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, არ დავუდგებით ერთმანეთს გვერდში, გმირთა მოედანს იმ გვარების გვერდით კიდევ ბევრი გვარი შეემატება.

ამიტომ გთხოვთ, მოხვიდეთ თითოეული მოქმედი და მომავალი ჯარისკაცის გამო, ჩვენი მდუმარე შეკრებით ვაჩვენოთ ქვეყანას, რომ თითოეული ჯარისკაცის, საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ძვირფასია სამშობლოსთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ღვაწლის დასაფასებლად. იმის განურჩევლად, ჯარისკაცი ცოცხალია თუ დაღუპული“, – აცხადებს გიორგი ოსორაული.

შეგახსენებთ,  ქართველი მფრინავი კონგოში 27 იანვარს ჩამოაგდეს და ის მას შემდეგ ტყვეობაში იმყოფებოდა. გამტაცებლები ოსორაულში ერთ მილიონს ითხოვდნენ, თუმცა მისი კვალი და ადგილსამყოფელი 13 მაისიდან დაიკარგა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოსო ოსორაული შესაძლო დაღუპვის თაობაზე ინფორმაცია გაეროს წერილზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა ეს ცნობა დადასტურებული არ არის და მუშაობა ამ კუთხით გრძელდება.

იტვირთბა....