ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ოთარ ფარცხალაძემ მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა“ – რა ინფორმაცია ვრცელდება ქართულ მედიაში

„ტვ პირველმა“ აშშ-ს მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ფარცხალაძემ მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა.

ცვლილებები საჯარო რეესტრმა 20 სექტემბერს ასახა.

დოკუმენტების მიხედვით, რომელსაც „ტვ პირველის“ ახალი ამბების სამსახური ავრცელებს, ოთარ ფარცხალაძემ რამდენიმე მილიონის ღირებულების უძრავი ქონება და ბიზნესი შვილს ანდრია ფარცხალზეს აჩუქა.

ოთარ ფარცხალაძემ შვილის სახელზე გადააფორმა ბინები თბილისში, ოფისი, მიწის ნაკვეთები ტაბახმელასა და წყნეთის შავი სასახლე, ასევე ოფისი, კოსტავს 60 ნომერში.

დოკუმენტებს ხელს პირადად ოთარ ფარცხალაძე აწერს.

ამასთან, ფარცხალაძესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ასევე „კავშირები“.

„რამდენიმე საათის წინ ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი წილი კომპანია “შპს ჯიპიეს კონსალტინგ”-ში შვილს, ანდრია ანზორ ფარცხალაძე-ს აჩუქა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძე საქართველოში რეგისტრირებული კიდევ ერთი კომპანიის, “ბოდი გარდი”-ს 100%-ს ფლობს“, – აღნიშნულია „კავშირების“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

„მეტრონომი“ ინფორმაციას აზუტებს.

იტვირთბა....