aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოთარ კახიძეს პარლამენტში ჩხუბის დროს თავში საფერფლე მოხვდა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

https://www.youtube.com/watch?v=UDT1SP-GN48

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე პარლამენტის შენობიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს. კახიძე შენობიდან მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ტუღუშმა გააცილა.  დეპუტატთა ოთახში “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა საფერფლე ისროლა, რომელიც მისივე თანაგუნდელ ოთარ კახიძეს მოხვდა.

კახიძემ ისეთი სახის დაზიანება მიიღო, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ერთმანეთს უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი და “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი დაუპირისპირდნენ. კანდელაკის ნასროლი საფერფლე მოხვდა ოთარ კახიძეს. დეპუტატთა ოთახში ამ დროისთვის მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ.

 

 

 

იტვირთბა....