aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მმართველი პარტია განაგრძობს კლანის მხარდაჭერას… სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მხარი აუბა” – NGO-ების საგანგებო განცხადება

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასა და პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება მესამე სექტორი და ერთობლივ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ:

“მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს სასამართლო სისტემაში კლანის მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებაას. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მხარი აუბა და ეს ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როდესაც საქართველოს შესასრულებელი აქვს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მართლმსაჯულების გაჯანსაღებას ეხება”, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

“დღეს რაც ვნახეთ ჩვენ პარლამენტში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნება არათუ მზად არის, რომ რეფორმები გაატაროს მართლმსაჯულების მიმართულებით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამყაროს არსებული კლანური კორპორატივისტული მმართველობა ამ სისტემაში და ძალიან სამწუხარო არის, რომ ამ პროცესში, ამ მავნებლურ, მართლმსაჯულების და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებაში “ქართულ ოცნებას” დაეხმარნენ გარკვეული ოპოზიციური პარტიები”, – თქვა გური იმნაძემ.

იტვირთბა....