aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მაისაია: “ექსკლუზივს გეტყვით, ამერიკელებმა გადაწყვიტეს უკრაინელებს ჯაველინები აჩუქონ, ჩვენ უნდა ვიყიდოთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტმა სამხედრო საკითხებშ ვახტანგ მაისაიამ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად ჯარში კატასტროფული სიტუაციაა.

მისი თქმით, საქართველო გეოპოლიტიკური ატლასიდან ამოშლილია.

“ბოლო 6 წლის განმავლობაში 5 თავდაცვის მინისტრი შეიცვალა. ერთი-მეორეზე უარესები ინიშნებოდნენ, დაწყებული ალასანიათი, დამთავრებული ჯანელიძეთი, რომელიც პირველი ჩეკისტი იყო. მან მოიყვანა ჯალათები, მაგალითად, ვალერი ზუმბაძე, რომელიც ყოფილი პატიმრის წამებაშია დადანაშაულებულია. მერე მოვიდა თინა ხიდაშელი, რომელმაც ჯარი დაანგრია.

ახლა მოვიდა იზორია, რომელმაც ეს ყველაფერი დააბოლოვა. რომ არა ამერიკელების პირდაპირი დახმარება, 9 ბატალიონს ამერიკელები რომ არ  წვრთნიდნენ, კატასტროფის წინაშე ვიქნებოდით.

მე მინდა გითხრათ ექსკლუზივი. კონგრესმა ტრამპის ახალი წინადადება დაამტკიცა. ამერიკის თავდაცვის უწყებამ 300 მილიონი დოლარი გამოყო ჯაველინებისა და თავდაცვითი სისტემების საწარმოებლად. ეს წარმოება მიეცემა უფასოდ ავსტრალიას, ლიტვას, ესტონეთს, ტაივანსა და უკრაინას. საქართველო ამ სიაში არაა. უკრაინელებს უფასოდ გადასცეს ჯაველინები და ჩვენ მოგვყიდეს. რა გითხრათ, რით გაგახაროთ… საერთოდ, მგონი, გეოპოლიტიკური ატლასიდან ვართ ამოშლილები…”, – განაცხადა მაისაიამ.

იტვირთბა....