aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კონტრაქცია: „ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის“ წევრებმა ლონდონის პარკში გადაინაცვლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის“ წევრებმა, მას შემდეგ რაც პოლიციამ ისინი რუსთაველის გამზირზე არ შეუშვა, ლონდონის პარკში გადაინაცვლეს. მოძრაობის ლიდერები სამოქმედო გეგმას აქტივისტებს გააცნობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

რამდენადაც ცნობილია, „ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა“ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას აპროტესტებს და მათ საწინააღმდეგოდ რადიკალურ ზომებსაც კი არ გამორიცხავს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ „თეთრი ხმაური“ ნარკორეალიზატორებს და ლგბტ პირებს მფარველობს.

„ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის“ წევრებმა დღეს მსვლელობა დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს. ბოლო ლოკაცია რუსთაველის გამზირი უნდა ყოფილიყო, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მათ კონტრაქციის ჩატარების უფლება „თეთრი ხმაურის“ აქტივისტების სიახლოვეს არ მისცეს.

„ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის“ წევრებს პირბადეები უკეთიათ და სკანდირებენ: „მოკვდი მტერი, იხარე ერო!“

თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა და ამ წუთებშიც იმართებს, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

იტვირთბა....