aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოალიცია: აზარტული თამაშების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას უარყოფითად ვაფასებთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის უარყოფითად აფასებს პარლამენტის გადაწყვეტილებას დაჩქარებულად განიხილოს აზარტული თამაშების და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტი.

“აღნიშნული აძლიერებს ეჭვს, რომ საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ არსებობს და პარლამენტის რეალური მიზანი, სრულყოფილი და პროფესიული განხილვების თავიდან აცილებაა.

საგანგაშოდ მიგვაჩნია ის გარემოებაც, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე არ არის სათანადოდ შეფასებული. არსებობს რისკი, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს მაუწყებლების ფინანსურ დამოუკიდებლობას. ამ საკითხის გამოკვლევა კანონპროექტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე წარმოუდგენელია.

კანონპროექტის მომზადების პროცესში არ არის მიღებული კონსულტაციები სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებისგან, კანონპროექტს არ ერთვის დარგის ექსპერტების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის, სათანადო დასკვნები და შეფასებები”,- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....