aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კაკულია გამორიცხავს, რომ სოციალურ ქსელში ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან “ოცნებასთან” ჰქონდეს კავშირი

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს შესაძლო ხელყოფის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა გაიგოს ვინ დგას ამ პროცესების უკან.

როგორც რომან კაკულია აღნიშნა, ის ხელს ვერავისკენ გაიშვერს.

„ყველა ხედავთ, გიორგი გახარია ცდილობს მაქსიმალურად დაუბრუნოს პოლიციას ის სტატუსი, რას მას უნდა ჰქონდეს მხარდაჭერის სახით საზოგადოების მხრიდან. თუ ამ თემას აქვს რაიმე ტექნიკური ბარიერი, რომელიც ძნელად გადასალახია, ამაზეც ღიად უნდა ითქვას. თუ ასე არაა, მაშინ უახლოეს დროში, მეტი სიცხადეა საჭირო, საზოგადოებამ უნდა გაიგოს ვინ დგას ამ პროცესების უკან”, – განაცხადა კაკულიამ.

დეპუტატი გამორიცხავს, რომ ამ კადრების გავრცელებას „ქართულ ოცნებასთან” ჰქონდეს კავშირი.

„ამას გამოვრიცხავ აშკარად. ვინ მიიღო ყველაზე მეტი დარტყმა ამ პროცესებისგან? მივიღეთ თითოეულმა ჩვენგანმა, არავის ინტერესი არაა ასოცირებული იყოს იმ ძალასთან, რომელიც შეიძლება კავშირში იყოს ამასთან. ჩემი გუნდის არც ერთი წევრი ამას არ იზიარებს. ძალოვნებს დაველოდოთ, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ამის გამოძიება”, – განაცხადა კაკულიამ.

კაკულიას თქმით, მან აღნიშნული ჩანაწერების შესახებ დეპუტატ დავით ჭიჭინაძისგან გაიგო.

„დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება უშუალოდ ჩემი კომიტეტის დაწყების წინ, მე მისგან გავიგე. იმ მომენტისთვის ისიც არ ვიცოდი, ქსელში გავრცელებაზე იყო საუბარი თუ გარკვეული რაოდენობის ადამიანებისთვის პირდაპირ ჩაგდებაზე”, – განაცხადა კაკულიამ.

შეგახასენებთ, რომ დავით ჭიჭინაძის თქმით,  სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას შინაგან საქმეთა  სამინისტრო მოახდენს.

იტვირთბა....