aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კაზინოებს ჩაკეტავ და გადავა იატაკქვეშ, გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება” – ვოლსკი აზარტული თამაშების რეგულურებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, კაზინოების ჩაკეტვა მათ იატაკქვეშ გადასვლასა და გაცილებით მძიმე მაფიოზური სიტუაციის შექმნას გამოიწვევს.  ამის შესახებ ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს.

,,არ არის ისე, რომ აიღო და ჩაკეტო. ჩაკეტავ და გადავა იატაკქვეშ და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება, ისე, როგორც იატაკქვეშ გადავიდა ამერიკაში თავის დროზე ალკოჰოლის გაყიდვა და მაფიოზური სისტემა ჩამოყალიბდა. ფრთხილად უნდა ყველაფერს მიდგომა, როგორ შეიძლება ყველაფერზე ასეთი განცხადებების გაკეთება და კიდევ მიანიშნო და ხალხი გააღიზიანო, რომ ვითომ ამის ინტერესი ვინმეს გააჩნდეს,” – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, აზარტული თამაშების  საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, არსებობს მთავრობასთან საკონსულტაციო ჯგუფი და მზადაა დოკუმენტი, სადაც ყველას წინადადებები გათვალისწინებულია.

„რეკლამა არც მე არ მომწონს – შემოდიხართ და საქართველო, ასეთი დიდი კულტურის, დიდი წარსულის, არაჩვეულებრივი გარემოსა და ხალხის ქვეყანა წარმოდგენილია, როგორც გემბლინგის ადგილი, მაგრამ ეს ყველაფერი წერია კანონპროექტში და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას. ამ საკითხზე ვმუშაობთ, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, არსებობს მთავრობასთან საკონსულტაციო ჯგუფი. ჯგუფის არსებობა თავისთავად არაფერია, თუ დოკუმენტი არ დევს. დოკუმენტიც დევს, ყველას წინადადებები გათვალისწინებულია. რეგულირებაა საჭირო ისეთი თემის, რომელსაც როგორც კი ჩაჭრი, გადავა ისეთ სუბსტანციაში, რომელსაც ვეღარც ჩაჭრი და იქით შეიძლება, ხელი მოგაჭრას, თუ თავი არა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.​

 

 

იტვირთბა....